წესის აგებაში სწორედ კონსტანტინოპოლის პატრიარქი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” ცნობით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
“მთელი საეკლესიო პოლიტიკა დაძაბულ ვითარებაშია, როდესაც მოსკოვის ეკლესია და კონსტანტინოპოლის ეკლესია უკრაინის ახალი ეკლესიის გამო არიან ასეთ დაპირისპირებაში. საქართველოს ეკლესიას უჭირავს შემრიგებლური პოზიცია, რომელსაც შეუძლია ორივე მხარესთან ურთიერთობა და ეს ამ სიტუაციაში, ალბათ, ყველაზე უფრო დასაფასებელი და ხელსაყრელი პოზიციაა იმისთვის, რომ გაჩნდეს ერთმანეთთან ურთიერთობის საფუძვლები. ვნახოთ, როგორი იქნება შემდგომში, ყოველ შემთხვევაში საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ ჩვენ ორივე მხარესთან კეთილი ურთიერთობით საფუძველი შევქმნათ.
ზუსტად ვერ გეტყვით დელეგაციებზე, ამ პროტოკოლებში საგარეო ურთიერთობათა სამსახურია ჩართული“, – განაცხადა ანდრია ჯღამაიძემ.
The post ვინ მიიღებს მონაწილეობას ილია მეორესთვის წესის აგებაში appeared first on გურია ნიუსი.