გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა — Cnoba

პარალელი სიახლე 18 Mar 2026, 14:14

სააგენტო "პარალელი" გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით: 🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. 🔵 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 🔵 მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 […] გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით:

🔵 საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
🔵 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
🔵 მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.

🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

🔵 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ29-კმ138 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔵 საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე მოძრაობა აღდგა
პარალელი


რელევანტური