სააგენტო "პარალელი"
1 მარტის მონაცემებით მოძრაობა აღდგენილია საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია 1 მარტის მონაცემებით:
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ101-კმ162 (ქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით:
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე (სოფ. ჭუბერი) კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
1 მარტის მონაცემებით მოძრაობა აღდგენილია საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე
პარალელი