სააგენტო "პარალელი"
2 მარტის ბოლო მონაცემებით მოძრაობა აღდგენილია საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია 2 მარტის მონაცემებით:
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ამლევი-ორბეთის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გვირაბებში, განხორციელდება ცალმხრივად.
2 მარტის ბოლო მონაცემებით მოძრაობა აღდგენილია საავტომობილო გზების კონკრეტულ მონაკვეთებზე
პარალელი