“მამუკა კორტავას გაუჩინარებას უსიამოვნო ამბავი უძღოდა წინ”.- ლაურა აბრამია — Cnoba

Alia სიახლე 22 Feb 2026, 02:17

ჟურნალისტი, ლაურა აბრამია: ვაახლებ ინფორმაციას და კოლეგებს, ვინც მეგობრებში მყავხართ, გთხოვთ ჩაერთოთ და თქვენც გააშუქოთ, იქნებ რაიმე კვალზე გავიდეთ, ოჯახს ყოველგვარი იმედი გადაეწურა… უკვე მეოთხე თვეა ხობში, სოფელ შუა ხორგაში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული მამუკა კორტავა დაკარგულად ითვლება. გაუჩინარების ღამეს 2 ნოემბერს, ის სახლში მარტო იმყოფებოდა, სახლში მეორე დღეს დაბრუნებულ მეუღლეს დახვდა მისაღები ოთახი არეული, […] The post “მამუკა კორტავას გაუჩინარებას უსიამოვნო ამბავი უძღოდა წინ”.- ლაურა აბრამია appeared first on .

ჟურნალისტი, ლაურა აბრამია:

ვაახლებ ინფორმაციას და კოლეგებს, ვინც მეგობრებში მყავხართ, გთხოვთ ჩაერთოთ და თქვენც გააშუქოთ, იქნებ რაიმე კვალზე გავიდეთ, ოჯახს ყოველგვარი იმედი გადაეწურა…

უკვე მეოთხე თვეა ხობში, სოფელ შუა ხორგაში მცხოვრები, 1975 წელს დაბადებული მამუკა კორტავა დაკარგულად ითვლება. გაუჩინარების ღამეს 2 ნოემბერს, ის სახლში მარტო იმყოფებოდა, სახლში მეორე დღეს დაბრუნებულ მეუღლეს დახვდა მისაღები ოთახი არეული, მაგიდაზე ჭურჭელი, სასმელი და სიგარეტის ნარჩენები, რაც მიანიშნებს, რომ იქ ვიღაც იმყოფებოდა, მეუღლეს არაფერი უეჭვია და იქაურობა მოასუფთავა. (რითაც კვალი წაიშალა).

როცა მიხვდნენ რომ მამუკა კორტავა დაიკარგა, პოლიციას შეატყობინეს, სამძებრო სამუშაოები თვეზე მეტი მიმდინარეობდა და დღემდე გრძელდება როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. პროცესში დასაწყისში ჩართულნი იყვნენ კინოლოგებიც. დაკარგულის კვალი ეზოში ქრებოდა.

როგორც ახლობლები ყვებიან, მამუკა კორტავას გაუჩინარებას უსიამოვნო ამბავი უძღოდა წინ, მათი თქმით, იმავე სოფელში ერთ- ერთ მაცხოვრებელს კორტავას ვალი ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში და ის ამ ვალს უშედეგოდ ითხოვდა, დაკარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, ვალის მოთხოვნით კორტავას კიდევ ერთხელ მიუკითხია მევალისთვის და შელაპარაკებულან.
მამუკა კორტავას გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე, გვიან ღამე უჩვეულო გარემოებებში გზაზე მდგარი ტრაილერი დაიწვა, ტრაილერი კორტავას მევალეს ეკუთვნოდა, გაუჩინარებულის ახლობლების ერთ-ერთი ვერსიით, გზაზე დამწვარი ავტომობილის მფლობელს მანქანის დაწვაზე შესაძლოა კორტავაზე მიეტანა ეჭვი და ამ მიზეზით გაეტაცებინა.
თანასოფლელები ასევე ყვებიან, რომ ტრაილერის დაწვის შემდეგ დღეებში მისი მფლობელი შენიშნეს რამდენჯერმე ავტომანქანით კორტავას სახლის მიმდებარედ, როგორც ცნობილია, არც ამ პიროვნებას უარუყვია პოლიციასთან, რომ ტრაილერის დაწვაზე კორტავაზეც მიიტანა ეჭვი. – მისი ნახვა მსურდა, მაგრამ არ მინახავსო.
მეორე ვერსიით დაკარგული შეიძლება მიმალულიყო, პოლიცია ამ ვერსიითაც დღემდე მუშაობს, თუმცა როგორც ოჯახს საგამოძიებო უწყებაში ეუბნებიან, ვერანაირ კვალზე ვერ გავიდნენ.
მამუკა კორტავას გაუჩინარებაზე ცნობები, მისი ფოტოები ინტერნეტმედიაში, ასევე სხვადასხვა პლატფორმებზე ინტენსიურად ვრცელდებოდა, თუმცა მასზე ოჯახმა ვერაფერი გაარკვია. უცნაურია და არავინ გამოჩნდა, რომ სადმე შეენიშნა ეს ადამიანი.

ასევე ოჯახს სურს რომ ტელევიზიები დაინტერესდნენ ამ ამბით, (ვისაც გესაუბრეთ ამ თემაზე გთხოვთ ყურად იღოთ, ადამიანია დაკარგული მეოთხე თვეა, მცირეწლოვანი შვილის მამა! )

The post “მამუკა კორტავას გაუჩინარებას უსიამოვნო ამბავი უძღოდა წინ”.- ლაურა აბრამია appeared first on .


რელევანტური