საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ — Cnoba
საქართველო იმ ქვეყნების სიას დაემატა, რომლის მოქალაქეებსაც გარკვეული ამერიკული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, 18 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველო და კიდევ 11 ქვეყანა (კამბოჯა, ეთიპოია, გრენადა, ლესოტო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები, ტუნისი) დაამატა იმ ქვეყანათა სიას, რომლის მოქალაქეებსაც სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ გარკვეული მოკლე ვადის ვიზებისთვის. საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5,000, $10,000 ან $15,000, და დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს. სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა. აშშ-ის… The post საქართველოს მოქალაქეებს გარკვეული ვიზებისთვის 15 000 დოლარამდე გირაოს გადახდა მოუწევთ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.