ყოფილმა “სტრატეგიულმა პარტნიორმა” საქართველო იმ ქვეყნების სიას დაამატა, რომლის მოქალაქეებსაც ამერიკული მოკლე ვადიანი ვიზებისთვის 15. 000 დოლარამდე სავიზო გირაოს გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
საუბარია B1 (ბიზნესი) და B2 (ტურიზმი/სამედიცინო მკურნალობა) ტიპის ვიზებზე. სავიზო გირაოს რაოდენობა შესაძლოა იყოს $5 000, $10 000 ან $15 000, რაც დადგენილი იქნება საკონსულო გასაუბრების დროს.
აღინიშნება, რომ სავიზო გირაოს გადახდა ვიზის მიღების გარანტიას არ იძლევა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სავიზო გირაოს პროგრამის მიზანია მნიშვნელოვნად შეამციროს ვიზის მიმღებთა რაოდენობა, ვინც აშშ-ში ყოფნის ვადებს აჭარბებს და ქვეყანაში არალეგალურად რჩებიან.
საქართველოსთან ერთად კიდევ “მაღალი რისკის” ქვეყნებია:
- ალჟირი,
- ანგოლა,
- ანტიგუა და ბარბუდა,
- ბანგლადეში,
- ბენინი,
- ბუტანი,
- ბოტსვანა,
- ბურუნდი,
- კაბო-ვერდე,
- ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა,
- კოტ-დ’ივუარი,
- კუბა,
- ჯიბუტი,
- დომინიკა,
- ფიჯი,
- გაბონი,
- გამბია,
- გვინეა,
- გვინეა-ბისაუ,
- ყირგიზეთი,
- მალავი,
- მავრიტანია,
- ნამიბია,
- ნეპალი,
- ნიგერია,
- სან-ტომე და პრინსიპი,
- სენეგალი,
- ტაჯიკეთი,
- ტანზანია,
- ტოგო,
- ტონგა,
- თურქმენეთი,
- ტუვალუ,
- უგანდა,
- ვანუატუ,
- ვენესუელა,
- ზამბია,
- ზიმბაბვე.