“ამ კრეტინის გამო ბევრ ქართულ ორგანიზაციას ვერ ვეხმარებით უცხოეთიდან” – ნანა დიხამინჯია — Cnoba

Alia სიახლე 22 Feb 2026, 00:56

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია: რაჟდენ კუპრაშვილს სხვები უნდა შეემოწმებინა და თვითონ ჰქონია კოხტად კომპანიები გადამალული. რაც მთავარია, არასამთავროებს ხო დაუთვალა თითო ათასი ლარი. ამ კრეტინის გამო ახალგახსნილი ორგანიზაცია დავხურე და ყველა გზა ჩამეკეტა, რომ ქართველი ახალგაზრდების დასახმარებლად უცხოეთიდან რამე დაფინანსება შემოვიტანო. ამ კრეტინის გამო ბევრ ქართულ ორგანიზაციას ვერ ვეხმარებით უცხოეთიდან – […] The post “ამ კრეტინის გამო ბევრ ქართულ ორგანიზაციას ვერ ვეხმარებით უცხოეთიდან” – ნანა დიხამინჯია appeared first on .

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

რაჟდენ კუპრაშვილს სხვები უნდა შეემოწმებინა და თვითონ ჰქონია კოხტად კომპანიები გადამალული.

რაც მთავარია, არასამთავროებს ხო დაუთვალა თითო ათასი ლარი.

ამ კრეტინის გამო ახალგახსნილი ორგანიზაცია დავხურე და ყველა გზა ჩამეკეტა, რომ ქართველი ახალგაზრდების დასახმარებლად უცხოეთიდან რამე დაფინანსება შემოვიტანო.

ამ კრეტინის გამო ბევრ ქართულ ორგანიზაციას ვერ ვეხმარებით უცხოეთიდან – ისეთებს, რომელთა ფუნქცია რეგიონებში განათლების განვითარება იყო.

ვინც მაშინ იძახდით – მე მაინტერესებს, რაში იხარჯება გრანტებიო, ღირსები არ ხართ, ეს რომ ფულს თქვლეფს და თქვენს შვილებს ნორმალური სწავლის შესაძლებლობა არ აქვს?

 

“შაბათის ეთერის” ინფორმაციით, მარიამ კვირკვია არის ის სავარაუდო ფიქტიური პირი, რომლის სახელზეც რაჟდენ კუპრაშვილმა საკუთარი ბიზნესები გადამალა.

  • 2019 წელს ბატონი რაჟდენის სახელზე ორი კომპანია ირიცხებოდა – “შავი ზღვის საარბიტრაჟო პალატა” და “კუპრაშვილი და ადვოკატები”. ორივე იურიდიული კომპანიის 100%-იანი წილი, საჯარო სამსახურში დასაქმებულმა რაჟდენ კუპრაშვილმა, ჯერ უახლოესი გარემოცვის წევრს, ჯონდო ჭეიშვილს გადასცა უსასყიდლოდ,  ჭეიშვილმა კი ერთსა და იმავე დღეს, 2025 წლის 10 ივნისს, ორივე კომპანია უსასყიდლოდ, 27 წლის მარიამ კვირკვიას გადაუფორმა.​

პროფესიით იურისტ მარიამ კვირკვიას სახელზე, ჯამში სამი კომპანიაა რეგისტრირებული: ორი, რომელსაც მანამდე რაჟდენ კუპრაშვილი ფლობდა და მესამე ტურისტული კომპანია. მესამე კომპანია შორეული და ეგზოტიკური მოგზაურობის მოყვარულებს სპეც ტურებს სთავაზობს.

The post “ამ კრეტინის გამო ბევრ ქართულ ორგანიზაციას ვერ ვეხმარებით უცხოეთიდან” – ნანა დიხამინჯია appeared first on .


რელევანტური