“ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) , რათა პასუხი გაეცეს პროტესტის მონაწილეების მიმართ ქიმიკატების გამოყენების ბრალდებებს” — Cnoba

News.ge სიახლე 12 Mar 2026, 15:25

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) , რათა პასუხი გაეცეს პროტესტის მონაწილეების მიმართ ქიმიკატების გამოყენების ბრალდებებს. ანგარიში ასევე მიმართავს ქიმიური იარაღის 1992 წლის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ OPCW-ის აღმასრულებელ საბჭოს, რათა ნათელი მოეფინოს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ბრალდებებს, კონვენციის შესაბამისად. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროტესტის დაშლისას, წყლის […]

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” საქართველოს სახელმწიფოს მოუწოდებს, ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან (OPCW) , რათა პასუხი გაეცეს პროტესტის მონაწილეების მიმართ ქიმიკატების გამოყენების ბრალდებებს.
🔻ანგარიში ასევე მიმართავს ქიმიური იარაღის 1992 წლის კონვენციის წევრ სახელმწიფოებს, რომ მათ შეუძლიათ მიმართონ OPCW-ის აღმასრულებელ საბჭოს, რათა ნათელი მოეფინოს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების ბრალდებებს, კონვენციის შესაბამისად.
🔴 ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროტესტის დაშლისას, წყლის ჭავლთან და რეზინის ტყვიებთან ერთად იყენებდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზს და სხვა ქიმიურ გამაღიზიანებლებს, აქვე მოყვანილია BBC-ის გამოძიების დასკვნა კამიტის გამოყენების შესახებ და აღნიშნულია, რომ ამ ზომების გამოყენება (გამოყენებული ქიმიური ნივთიერების დასახელებაზე დასკვნის გარეშე) დასტურდება საჯაროდ მისაწვდომი წყაროებით.
📌ანგარიშში მოყვანილია მიღებული ჩვენებები, რომლებიც აღწერს ქიმიური ნივთიერებით მიღებულ დაზიანებებს და გრძელვადიან სიმპტომებს, აღნიშნულია ქართული ოცნების ჩინოვნიკების მიერ ამ ბრალდებების უარყოფაც

რელევანტური