სს “თელასი”: 18-19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში — Cnoba

პარალელი სიახლე 17 Mar 2026, 13:53

სააგენტო "პარალელი" სს “თელასი”: 18-19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო: 18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, გრაფ შულენბურგის და ჯაბიძის ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 […] სს “თელასი”: 18-19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში პარალელი

სააგენტო "პარალელი"
სს “თელასი”: 18-19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

18 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, V მიკრორაიონების, ნიკო კეცხოველის, გრაფ შულენბურგის და ჯაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების I, III IIIა მიკრორაიონების, ილია სუხიშვილის, სესილია თაყაიშვილის და ნიკოლოზ ლანდიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ვარკეთილის მეურნეობის, ალავერდელის, დევდარიანის, თამრო ვაშლოვნელის, გიორგი ჩიკვაიძის, იუმაშევის და თენგიზ ჩანტლაძის ქუჩების მოსახლეობას.

 

19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის და სანდრო ეულის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის გამზირის, ვარაზის ხევის მიმდებარე ტერიტორიის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, ანანურის, კოსტავას, შარაშიძის, ბოცვაძის, თვალჭრელიძის, ქუჩიშვილის, ლაპიაშვილის, მახარაძის, ანჯაფარიძის, როდენის, ვარაზისხევის, თუმანიშვილის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სს “თელასი”: 18-19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
პარალელი


რელევანტური