სააგენტო "პარალელი"
სს “თელასი”: 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელის, დაბა კოჯრის, დაბა წავკისის, დაბა შინდისის, დაბა კიკეთის და დაბა ბეთანიას მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების, სამრეწველოს დასახლების, მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), საცხენისის, თრიალეთის, ჯავახეთის, ზურაბ ჩაჩუას, შუამთის, გიორგი მდივანის, ლორთქიფანიძის, წულუკიძის, რამიშვილის, ლაღიძის და ელდარის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ნუცუბიძის, გოგიძის, ირაკლი იოსელიანის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV კვარტლის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სანაპირო კოსმონავტების, მეტრო „დიდუბეს“ მიმდებარე ტერიტორიის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს, წმინდა ნიკოლოზის, სამტრედიის, ბაღის, აგლაძის, მირცხულავას, ლუბლიანას, ბელიაშვილის, ბოხუას, ბაგრატიონის, გვეტაძის, უზნაძის, ელიავას, ყიფიანის, გოგოლაურის, ხოშარაულის, ფიფიას, ევდოშვილის, კედიას, სტენისლავსკის, კოროშინაძის, გაფრინდაულის, კერესელიძის, დიდუბის, ვანის, თევდორე მღვდლის, გუდაურის, კამალეთის, ერისთავის, წინამძღვრიშვილის, ბარათაშვილის, გოგოლაურის და აბულაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
სს “თელასი”: 13 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
პარალელი