სააგენტო "პარალელი"
სს “თელასი”: 4-5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:
4 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II, III, IV მიკრორაიონების, პაატა დათუაშვილის, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ოფრეთის, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ავთო ვარაზის, კონსტანტინე კაპანელის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, დემეტრე თავდადებულის, გიორგი ბრწყინვალის, პეტრე იბერის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის აგარაკების, სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ლეო კერესელიძის, მწვანეს, ნიკო კეცხოველის და წყაროთუბნის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, VI კვარტლების, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ჩალაძის და რობაქიძის ქუჩების მოსახლეობას.
5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), აკაკი ბაქრაძის და ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის II, III, IV მიკრორაიონების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ონკოლოგიურის ფერდობის, გიორგი ბრწყინვალის, გოძიაშვილის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, კვირაცხოვლის, ალექსანდრე ყიფშიძის, პაატა დათუაშვილის, მელიტონ ქანთარიას, ლეო და ნოდარ გაბუნიების, ოფრეთის, შალვა ნუცუბიძის, ამბერკი ტაბიძის, ავთო ვარაზის, კონსტანტინე კაპანელის, ფერმწერთა, დანელიას, ასათიანის და ხომლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
სს “თელასი”: 4-5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში
პარალელი