ამ დილას ჩვენ ალი ლარიჯანი გავანადგურეთ. ალი ლარიჯანი იყო რევოლუციურ გუშაგთა უფროსი – ეს არის ბანდიტთა დაჯგუფება, რომელიც რეალურად მართავს ირანს. მასთან ერთად ასევე გავანადგურეთ ბასიჯების მეთაური, ამ ბანდიტთა დამქაშების მეთაური, რომლებიც თეირანისა და სხვა ირანული ქალაქების ქუჩებში მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს ავრცელებენ. ჩვენ იქაც ვმოქმედებთ; ვმოქმედებთ ჰაერიდან საჰაერო ძალების თვითმფრინავებით, დრონებით.
ამ რეჟიმს ძირს ვუთხრით იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი განდევნის შანსს მივცემთ. ეს ერთბაშად არ მოხდება, იოლად არ მოხდება, თუმცა თუ ჩვენ ამის კეთებას ჯიუტად გავაგრძელებთ, მათ მივცემთ შესაძლებლობას, რომ თავიანთი ბედი საკუთარ ხელში აიღონ.
პარალელურად, სპარსეთის ყურეში ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვეხმარებით. გუშინ ამ საკითხთან დაკავშირებთ პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი საუბარი მქონდა. თანამშრომლობაა ჩვენს საჰაერო ძალებსა და ფლოტებს შორის, ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპსა და მის ხალხს შორის. ჩვენ დავეხმარებით როგორც ირიბ თავდასხმებს, რომლებიც ირანულ რეჟიმზე უზარმაზარ ზეწოლას ქმნის, ისევე უშუალო ოპერაციებსაც. ჯერ კიდევ მრავალი სიურპრიზია დარჩენილი.
ნეთანიაჰუ ირანზე: რეჟიმს ძირს ვუთხრით იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი განდევნის შანსს მივცემთ — Cnoba
News.ge
სიახლე
17 Mar 2026, 17:20
ამ დილას ჩვენ ალი ლარიჯანი გავანადგურეთ. ალი ლარიჯანი იყო რევოლუციურ გუშაგთა უფროსი – ეს არის ბანდიტთა დაჯგუფება, რომელიც რეალურად მართავს ირანს. მასთან ერთად ასევე გავანადგურეთ ბასიჯების მეთაური, ამ ბანდიტთა დამქაშების მეთაური, რომლებიც თეირანისა და სხვა ირანული ქალაქების ქუჩებში მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორს ავრცელებენ. ჩვენ იქაც ვმოქმედებთ; ვმოქმედებთ ჰაერიდან საჰაერო ძალების თვითმფრინავებით, დრონებით. ამ რეჟიმს ძირს ვუთხრით […]