“წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია”- ნეთანიაჰუ — Cnoba
“ძირს ვუთხრით რეჟიმს, რათა ირანელებს მისი მოშორების შანსი მივცეთ”- ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ასევე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან ისაუბრა სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებით თანამშრომლობის თემაზე. “ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ვეხმარებით ყურეში. თანამშრომლობაა ჩვენს საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის, ჩემს, პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს შორის. დავეხმარებით როგორც არაპირდაპირი დარტყმებით – რითაც უზარმაზარ ზეწოლას შევქმნით ირანულ რეჟიმზე – ასევე პირდაპირი ოპერაციებით… წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია. ჭკვიანური სტრატეგიით უნდა ვაწარმოოთ ომი. ჩვენს ყველა სტრატეგიას აქ ვერ გავამხელთ, მაგრამ, როგორც ვთქვი, ბევრია”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. The post “წინ კიდევ ბევრი სიურპრიზია”- ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.