ავღანეთის მმართველმა თალიბანმა განაცხადა, რომ პაკისტანის ჯარებმა ქაბულში ავიაიერიში მიიტანეს ნარკოტიკებზე დამოკიდებულთა სარეაბილიტაციო კლინიკაზე. თალიბანის თანახმად, დაიღუპა სულ მცირე 400 ადამიანი და 250 დაიჭრა. პაკისტანმა სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმა უარყო.
თალიბანის მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაზე ავიადარტყმა 16 მარტს, საღამოს იყო და საავადმყოფოს მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეულია.
მეხვერპლის შესახებ თალიბანის მონაცემები დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურებული არ არის.
პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულსა და ნანგარჰარის პროვინციაში „ზუსტი და დეტალურად დაგეგმილი“ დარტყმების სამიზნე იყო სამხედრო ობიექტები და „ტერორისტების მხარდაჭერის ინფრასტრუქტურა“.
თალიბანის განცხადებას სამედიცინო დაწესებულებაზე დარტყმისა და დიდი მსხვერპლის შესახებ პაკისტანის ინფორმაციის სამინისტრომ უწოდა „ფაქტების დამახინჯება“, რომლის მიზანია სიტუაციის ესკალაცია „ტრანსსასაზღვრრო ტერორიზმის მხარდაჭერის“ შესანიღბად.
(რადიო თავისუფლება)
The post დარტყმა ქაბულის კლინიკაზე – პაკისტანი მასთან კავშირს უარყოფს appeared first on ODISHINEWS.