ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Feb 2026, 16:22

ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა, აჰმედ შარიფ ჩოუდრიმ. „პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ქაბულის, ყანდაარისა და ფაქტიის პროვინციებში განხორციელებული კოორდინირებული დარტყმების შედეგად „თალიბანის“ რეჟიმის 274 მებრძოლი და ტერორისტი დაიღუპა, ხოლო 400-მდე დაშავდა“, – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერმა. მისი თქმით, შეტაკებების შედეგად 12 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. გუშინ ღამით პაკისტანმა ავღანეთის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელა, მას შემდეგ, რაც მეზობელი ქვეყნების სასაზღვრო ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. The post ავღანეთში დარტყმების შედეგად „თალიბანის“ 274 მებრძოლი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური