“იმყოფება მართვის სუნთქვაზე” _ რას ამბობს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ — Cnoba

GuriaNews სიახლე 17 Mar 2026, 06:58

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია. „პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება. […] The post “იმყოფება მართვის სუნთქვაზე” _ რას ამბობს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორის, სოფიო ასპანიძის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისი თქმით, კუჭიდან სისხლდენა შეჩერებულია.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ყველ პროცედურა, რომელიც სისხლდენის შეჩერებისთვის ესაჭიროებოდა. ამჟამად პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში. მისი ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური და საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და მაჩვენებლების დასტაბილურება.

პაციენტი ამჟამად იმყოფება ამ პროცედურებისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში – ინტუბირებულ მდგომარეობაში. პაციენტმა ღამის სამ საათზე მოგვმართა”,- განაცხადა სოფიო ასპანიძემ.

The post “იმყოფება მართვის სუნთქვაზე” _ რას ამბობს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური