როგორია ჩვილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც საკუთარმა დედამ სცადა — Cnoba
ბათუმის კლინიკა „მედინას“ დირექტორის ჯუმბერ უნგიაძის განცხადებით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი მისი მკვლელობა სცადა, მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, ახალშობილის ძვლოვანი სისტემა არის გამოსაკვლევი, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ შეიძლება. „დღეისათვის ახალშობილის მდგომარეობა უკეთესად შეიძლება შეფასდეს, თუმცა წინ უამრავი პრობლემები გვაქვს, შესაძლოა, ოპერაციები კიდევ დასჭირდეს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას ჯერჯერობით ვერ ვაკეთებთ, რადგან ახალშობილის გადაადგილება არ შეიძლება. ხელოვნურ სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. დღეს ვფიქრობთ, რომ გადასხმით კვება დავიწყოთ. არ გამოვრიცხავთ, შესაძლოა, კისერიც დაზიანებული ჰქონდეს, ჩვენ როდესაც ვნახეთ… The post როგორია ჩვილის მდგომარეობა, რომლის მკვლელობაც საკუთარმა დედამ სცადა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.