სააგენტო "პარალელი"
“ექიმის დაკავებაზე რომ დუმხარ, მხოლოდ კონკრეტული ექიმის ბედი არ გკიდია ფეხებზე… ფუი, თქვენი მკურნალის და დამმარხავის დედა ვატირე” – გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავების ფაქტს მწვავე ემოციური შეფასებებით, კონკრეტული განმარტებებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება:
“აი, მართლა შეძრული ვარ. ასე მგონია, აქ ჩემი მეგობრების უმეტესობაც კი ვერ ხვდება, რას ნიშნავს ექიმის დაკავება რეცეპტის გამოწერის გამო.
იმ უბედურის გვარიც გაისმა, ვინც ქალბატონი მაია დააბოლა. მაგრამ ეგ არავინაა, ხალხო. ეგ თავად არის მსხვერპლი. უბოროტესი ისაა, ვინც ეს მოიფიქრა, დაგეგმა და პროვოკაციად აქცია. და უბოროტესია სისტემა, რომელსაც ასეთი გარეწრები ემსახურებიან და ადამიანების წინააღმდეგ იარაღად იყენებს.
მერამდენედ ჩაიგუბებთ პირში წყალს, ექიმებო და სამედიცინო საზოგადოებავ?
მერამდენედ გადაყლაპავთ ექიმზე ძალადობასა და პროვოკაციას თქვენც – პოტენციური პაციენტები, პაციენტების მშობლები, შვილები, ახლობლები?
„რა გიქნათ და რას დაგამსგავსათ ამ თოთხმეტმა წელმა?“ – რომ ვთქვა, სწორი არ ვიქნები.
პირიქით, სადღაც მადლობაც კი უნდა ვუთხრა ამ თოთხმეტ წელს იმისთვის, რომ ამდენ ადამიანს ნიღაბი ჩამოგხსნათ.
იმას მაინც თუ ფიქრობთ, როგორი გათახსირებულები ხართ ისინი, ვისაც ეს ამბავი მორალურადაც კი არ მოგედოთ?
ექიმის დაკავებაზე რომ დუმხარ, მხოლოდ კონკრეტული ექიმის ბედი არ გკიდია ფეხებზე. საკუთარ მომავალ ექიმზეც დუმხარ. იმ ექიმზეც, რომელსაც ხვალ შეიძლება შენი შვილის, დედის, მამის ან შენი სიცოცხლის გადარჩენა მოუწიოს და გადაწყვეტილების მიღებისას უკვე არა მხოლოდ მედიცინაზე, არამედ იმაზეც იფიქროს – ამის გამო ხომ არ დამიჭერენ? აი, ეს არის ყველაზე საშიში. თქვენ ვერ ხვდებით თქვენი დიმილის ფასს. ვერ…
ფუი, თქვენი მკურნალის და დამმარხავის დედა ვატირე“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში დააკავეს ექიმი-ნევროლოგ მაია კოხტაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით ექიმს მოუწყვეს პროვოკაცია, კერძოდ ერთი ადამიანი მას გაეცნო როგორც ლოგინად ჩავარდნილი და გაუსაძლისი ტკივილის მქონე ავადმყოფის ოჯახის წევრი და მისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა, რაზეც დაეთანხმა ექიმი.
“ექიმის დაკავებაზე რომ დუმხარ, მხოლოდ კონკრეტული ექიმის ბედი არ გკიდია ფეხებზე… ფუი, თქვენი მკურნალის და დამმარხავის დედა ვატირე” – გოჩა მირცხულავა
პარალელი