“დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 14 Mar 2026, 11:29

სააგენტო "პარალელი" “დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც” – მიხეილ სააკაშვილი ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის”, დასკვნას პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე. ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთოს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა […] “დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც” – მიხეილ სააკაშვილი

ეუთოს საგამოძიებო მექანიზმის, ე.წ. “მოსკოვის მექანიზმის”, დასკვნას პოლიტიკური შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე.

ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთოს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.

მოკლედ დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც.

იმ ადამიანებს ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ რომ არც არაფერი – თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური