სააგენტო "პარალელი"
“შავი ღრუბლებია ქართული ოცნების ერთი მუჭა ოლიგარქების თავზე” – გია ჯაფარიძე
ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე, კონკრეტულ ფაქტებზე მინიშნებით, თავის პოზიციას აფიქსირებს მეზობელი ქვეყნის ლიდერის განცხადებასთან დაკავშირებით:
“ქართული მხრიდან არავითარი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა – ამბობს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი.
როცა ამას ამბობს მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს ნიშნავს, რომ საპირისპირო ხდება. ანუ თხოვეს, რომ ეშუამდგომლა, რამე ეთქვა.
ქვეყნებს შორის თხოვნები ასე არ ხდება, ლამაზი თვალებისთვის არავინ არაფერს აკეთებს. ამ თხოვნაში რაღაც გაიღეს.
რატომ გააკეთეს, მარტივი ასახსნელია – არ უნდათ საერთაშორისო იზოლაცია და ეშინიათ სანქციების.
განსაკუთრებით ეშინიათ სანქციების დღეს, როცა საჯარო გახდება ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ანგარიში.
შავი ღრუბლებია ქართული ოცნების ერთი მუჭა ოლიგარქების თავზე. ყურადღების გადასატანად მანქანების იმპორტზე გაზრდილი აქციზის ტარიფი შემოაგორეს მაინცდამაინც დღეს“, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“შავი ღრუბლებია ქართული ოცნების ერთი მუჭა ოლიგარქების თავზე” – გია ჯაფარიძე
პარალელი