რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს – ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც “პირველებმა” გაარკვია, საქმეში ფიგურირებს იარაღი – ქალს ტყვია აქვს ნასროლი.
არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. “პირველების” ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი გეოგრაფიის პედაგოგად იყო დასაქმებული.
The post ტაბახმელაში, 50 წლამდე ასაკის პედაგოგი ქალის ცხედარი იპოვეს appeared first on .