ტაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს – ქალს ტყვია აქვს ნასროლი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 13 Mar 2026, 13:20

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურირებს იარაღი – ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი გეოგრაფიის პედაგოგად იყო დასაქმებული. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას. The post ტაბახმელაში მასწავლებლის ცხედარი იპოვეს – ქალს ტყვია აქვს ნასროლი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური