ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს — Cnoba

MegaTV სიახლე 13 Mar 2026, 13:13

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს – ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც “პირველები” წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი – ქალს ტყვია აქვს ნასროლი. არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. “პირველების” ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი გეოგრაფიის პედაგოგად იყო დასაქმებული. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ადგილი ჰქონდა მკვლელობას […]

რამდენიმე საათის წინ, ტაბახმელაში სკოლის პედაგოგის ცხედარი იპოვეს – ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც “პირველები” წერს, საქმეში ფიგურირებს იარაღი – ქალს ტყვია აქვს ნასროლი.

არსებული ცნობით, 50 წლამდე ქალი დილით სკოლაში წავიდა, თუმცა გაკვეთილების ჩასატარებლად არ მისულა. “პირველების” ინფორმაციით,  უკვე გამოკითხულია იმ სკოლის დირექტორი, სადაც გარდაცვლილი გეოგრაფიის პედაგოგად იყო დასაქმებული.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ადგილი ჰქონდა მკვლელობას თუ თვითმკვლელობას.


რელევანტური