6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 1-ლი აპრილიდან შეიცვლება — Cnoba

Knews სიახლე 13 Mar 2026, 07:46

knews.ge 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 1-ლი აპრილიდან შეიცვლება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფი იცვლება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1-ელი აპრილიდან The post 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 1-ლი აპრილიდან შეიცვლება appeared first on knews.ge.

knews.ge
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 1-ლი აპრილიდან შეიცვლება

6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟების ტარიფი იცვლება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ანუ მსუბუქი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა.

თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის გადაწყვეტილებაში კორექტირება შევიდა და მოქალაქეები მანქანების შემოყვანას და რეგისტრაციას ქვეყანაში ისევ შეძლებენ, თუმცა გაზრდილი აქციზის გადახდა მოუწევთ.

კერძოდ, პრემიერის განცხადებით, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანაზე დაწესდება განბაჟების 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე).

თარიღი ცნობილია – როდიდან შეიცვლება 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი
„გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების, დაწესდება განბაჟების, 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე). ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. ანუ შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზით შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შედეგად, თუ დღევანდელი ტარიფებით 6 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული ავტომობილების განბაჟებისთვის ძრავის ერთი კუბური სანტიმეტრი 0.8 ლარის აქციზით იბეგრება, მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი ცვლილებით ტარიფი 4.5 ლარამდე იზრდება. ეს კი აქციზის 5.6-ჯერ გაზრდას ნიშნავს.

რაც შეეხება ვადებს, თუ როდიდან ამოქმედდება ახალი ტარიფი, „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი აპრილიდან შევა.

The post 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 1-ლი აპრილიდან შეიცვლება appeared first on knews.ge.


რელევანტური