მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა – გაიზრდება აქციზის ტარიფი — Cnoba

Knews სიახლე 12 Mar 2026, 10:34

knews.ge მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა – გაიზრდება აქციზის ტარიფი მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ოცნების” მთავრობის ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. The post მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა – გაიზრდება აქციზის ტარიფი appeared first on knews.ge.

knews.ge
მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა – გაიზრდება აქციზის ტარიფი

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ “ოცნების” მთავრობის ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტირებები შემოვიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი კუბზე, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი ტარიფით განსაზღვრული. შესაბამისად შემოყვანის აკრძალვა გაზრდილი აქციზით ჩანაცვლდება. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე და ჰაერის სისუფთავეზე”, –
განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა კერძო სუბიექტების და მოქალაქეების ინტერესებს.

ცნობისთვის ამ დროისთვის ავტომობილებზე 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აქციზის გადასახადი კუბზე 80 თეთრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემ 12 თებერვალს განაცხადა, რომ 1-ელი აპრილიდან აიკრძალებოდა 6 წელზე მეტი ასაკის მქონე ავტომობილების იმპორტი. აღნიშნულს ავტოიმპორტიორებისა და მოქალაქეების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბიზნესი აცხადებდა, რომ ეს ხელს შეუშლიდა რეექსპორტსაც, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაცია ექსპორტსა და ტრანზიტს არ შეეხებოდა.

The post მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა – გაიზრდება აქციზის ტარიფი appeared first on knews.ge.


რელევანტური