ტყიბულის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 13 Mar 2026, 07:22

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია. სტიქიის ზონაში პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები მუშაობენ, ხოლო მათი პირველადი დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. ტერიტორია მეხანძრე-მაშველების კონტროლის ქვეშაა. ცნობილია, რომ მეწყერმა სოფელში დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 45 ოჯახის – დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია. სტიქიის ზონაში პროცესების შესასწავლად გეოლოგების დამატებითი ჯგუფები მუშაობენ, ხოლო მათი პირველადი დასკვნა სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი.

ტერიტორია მეხანძრე-მაშველების კონტროლის ქვეშაა.

ცნობილია, რომ მეწყერმა სოფელში დაახლოებით 58 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა, რის შედეგადაც 45 ოჯახის – დაახლოებით 106 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.


რელევანტური