11 მარტს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში სისხლის დონაციის აქცია – „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ გაიმართება.
აქცია ორგანიზებულია ა(ა)იპ ცენტრალური სისხლის დაწესებულების მიერ, რომელიც ამარაგებს როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.
სისხლის დონაციის მსურველ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სისხლის გაღებამდე ადგილზე მიიღონ ექიმის კონსულტაცია და ჩაიტარონ შესაბამისი კვლევები.