თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ლევან ხმალაძემ და რამაზ გულბანიმ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სისხლის დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
აქცია – „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი – ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და ორგანიზებული იყო ცენტრალური სისხლის დაწესებულებას მიერ, რომელიც ამარაგებს როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილურ კლინიკებს.