მარნეულის მერმა ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 10 Mar 2026, 12:24

დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას დირექტორს მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილეს ლევან ქარუმიძე შეხვდნენ. მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად. მხარეებმა ასევე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და...

დაურ ისმაილოვი და მერის პირველი მოადგილე გიორგი გოდაბრელიძე ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას დირექტორს მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილეს ლევან ქარუმიძე შეხვდნენ.

მარნეულის მერიაში გამართულ შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა წარადგინეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად.

მხარეებმა ასევე მუნიციპალიტეტსა და სკოლას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ეფექტიანი მმართველობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.


რელევანტური