ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
შეხვედრის ფარგლებში სკოლის წარმომადგენლებმა მერებს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის შესახებ დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია და ყურადღება გაამახვილეს კადრების გადამზადების მნიშვნელობაზე.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს, რაც მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.