
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, დაურ ისმაილოვმა, №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
განსაკუთრებული მილოცვა მერმა პირველკლასელებს გაუგზავნა და მათ წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.


„განათლება არის ის საფუძველი,რომელზეც ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მომავალი შენდება. ჩვენი მიზანია, ბავშვებს ჰქონდეთ ღირსეულ და უსაფრთხო გარემოში სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა,“ – განაცხადა დაურ ისმაილოვმა.
სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წელი ასევე მიულოცეს მერის პირველმა მოადგილემ გიორგი გოდაბრელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ტარიელ მამედოვმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვასილ ხახულაშვილმა.
