2026 წლის 9 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის დირექტორმა ფიქრია მეშველიანი ცენტრის თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე იმსჯელეს მიმდინარე სამუშაო პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც ცენტრის საქმიანობის ეფექტიან განხორციელებასა და მომსახურების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.