“ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში” – თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველებს მიმართავს — Cnoba

პარალელი სიახლე 24 Feb 2026, 06:56

სააგენტო "პარალელი" “ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში” – თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველებს მიმართავს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველების (და არა მარტო) ქომაგი, თეონა ჭალიძე, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველთა ბაზების გადახედვა-გადამოწმების გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტებებით და შეთავაზებებით ეხმაურება: ,,მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით 591051601; საყურადღებოა და მაღალია პოლიტიკური გემოვნების ნიშნით აღნიშნული დახმარებების შეწყვეტის რისკიც. ასეთ […] “ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში” – თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველებს მიმართავს პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში” – თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველებს მიმართავს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველების (და არა მარტო) ქომაგი, თეონა ჭალიძე, მთავრობის მიერ სოციალურად დაუცველთა ბაზების გადახედვა-გადამოწმების გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტებებით და შეთავაზებებით ეხმაურება:

,,მივმართავ სოციალურად დაუცველებს, ვისაც გადაგამოწმებენ უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები და შედეგად თუ უსამართლოდ შეგიჩერდებათ ან შეგიწყდებათ საარსებო შემწეობა დამიკავშირდით 591051601;

საყურადღებოა და მაღალია პოლიტიკური გემოვნების ნიშნით აღნიშნული დახმარებების შეწყვეტის რისკიც. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება შესაბამისი რეაგირება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაზე.

თუ ვინმე არ იმსახურებდა საარსებო შემწეობას და მაინც იღებდა, ეს სწორედ არასწორი ან/და არაეფექტური ადმინისტრირების ბრალია და სოციალური მომსახურების სააგენტოს აქამდეც უნდა ეზრუნა ამაზე. თუმცა ჩვენ ვხედავდით ყოველ წელს, განსაკუთრებით საარჩევნო წლებთან მიმართებაში როგორი მზარდი იყო ეს სტატისტიკა და როგორ იყენებდა ,,ქართული ოცნების“ მთავრობა საარჩევნო მიზნებისთვის ამ თუ სხვა სოციალურ პროგრამებს.

ნათელი მაგალითი იყო საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამა, რომელიც იმდენად მძიმე ტვირთად დააწვა საბოლოოდ სახელმწიფოს ბიუჯეტს რომ მოუწიათ გაეუქმებინათ. თანაც თავისი მისია შეასრულა ამ პროგრამამ საარჩევნოდ და ამ ეტაპზე აღარ სჭირდებოდათ.

ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

“ხალხის სამსახურში ვარ და მზად ვარ ვუპასუხო თქვენს ზარებს საჭიროების შემთხვევაში” – თეონა ჭალიძე სოციალურად დაუცველებს მიმართავს
პარალელი


რელევანტური