,,როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი?” – რომან გოცირიძე — Cnoba

Alia სიახლე 09 Mar 2026, 11:49

ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე: ,,როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან მას? როგორც ირკვევა, იგი ქართული იურიდიული პირია, აქ გაუვლია რეგისტრაცია. რა რეაგირება მოახდინეს ბანკებმა 2020 წლის შემდეგ? “ოცნების” ხელისუფლებამ რომ არავითარი რეაგირება მოახდინა, ამას კი ვხედავთ. მისი “აღზრდილები” […] The post ,,როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი?” – რომან გოცირიძე appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წლიდან გამოცხადებულია ტერორიზმის ხელშემწყობ ორგანიზაციად ამერიკის შეერთებული შტატების მიერ? რომელი ბანკები ემსახურებიან მას? როგორც ირკვევა, იგი ქართული იურიდიული პირია, აქ გაუვლია რეგისტრაცია. რა რეაგირება მოახდინეს ბანკებმა 2020 წლის შემდეგ? “ოცნების” ხელისუფლებამ რომ არავითარი რეაგირება მოახდინა, ამას კი ვხედავთ. მისი “აღზრდილები” ღიად რომ უჭერენ მხარს აითოლების სისხლიან რეჟიმს, ეს ირანის საელჩოს წინ მოწყობილი აქციიდანაც გამოჩნდა.

რვა წელიწადია რაც ვისმენდი სუსის ყოველწლიურ ანგარიშებს პარლამენტში და არასდროს მოგვისმენია მათთგან ადეკვატური პასუხი (დახურულ სხდომებზეც კი), თუ რა ზომებს მიმართავდნენ მსგავსი დაწესებულებების მავნე საქმიანობის აღსაკვეთად. ეს მხოლოდ ირანულ ექსტრემისტულ სკოლებს არ ეხება, სხვა ქვეყნების არალეგალური რელიგიური სკოლებიცაა ქვეყანაში, მათ შორის აჭარაში.

ვინ აფინანსებს, ფული როგორ მოძრაობს, გადასახადებს როგორ იხდიან იცის ამქვეყნად ვინმემ? ეროვნული ბანკი ან ფინანსთა სამინისტრო რას აკეთებს ამ დროს?“

The post ,,როგორ ფინანსდებოდა ირანული “ალ მუსტაფას” ე. წ. უნივერსიტეტი?” – რომან გოცირიძე appeared first on .


რელევანტური