სააგენტო "პარალელი"
“გაუგებარია რატომ აკეთებს კახა კალაძე კომენტარებს ისეთ საკითხებზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს და არც მისი კომპეტენციაა?” – ლელა ჯეჯელავა
უნივერსიტეტ ალ მუსტაფას წარმომადგენლობის თაობაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინფორმაციაზე თბილისის მერის, კახა კალაძე მწვავე შეფასებას – “ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ”, კონკრეტული განმარტებებით და კომპეტენციაზე ერთგვარი მინიშნებით ეხმაურება ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“გაუგებარია რატომ აკეთებს თბილისის მერი, კახა კალაძე კომენტარებს ისეთ საკითხებზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს და არც მისი კომპეტენციაა?
გამოვიდეს მამუკა მდინარაძე ან მისი უწყების პასუხისმგებელი პირი და განუმარტოს მოსახლეობას:
1. ფუნქციონირებს თუ არა დღეს საქართველოში უნივერსიტეტ ალ მუსტაფას წარმომადგენლობა?
2. ჰქონიათ თუ არა ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვედრები შესაბამისი ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან?
3. როგორ ახორციელებს ფინანსურ ტრანზაქციებს დასანქცირებული ორგანიზაცია საქართველოში (ხელფასები, კონფერენციები, დღესასწაულების აღნიშვნა და ა. შ.)?
თუ არ არსებობს და ტყუილი პანიკაა, მოსთხოვონ დოკუმენტებით დადასტურება ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს
ჟურნალისტებმა ბატონ სუბარსაც ჰკითხეთ, რამე ხომ არ იცის ამ უნივერსიტეტის შესახებ შემთხვევით?
” – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“გაუგებარია რატომ აკეთებს კახა კალაძე კომენტარებს ისეთ საკითხებზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს და არც მისი კომპეტენციაა?” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი