მშრალი, კონტრასტული ფაქტებია – ბექა კობახიძე — Cnoba

Alia სიახლე 14 Mar 2026, 19:56

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე: მშრალი ფაქტები: – მარნეულში ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ისლამისტების ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი; – იხურება ილიაუნი და, ფაქტობრივად, სოხუმის უნივერსიტეტიც; – ირანის საელჩოს კიბეებზე რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ნაყოფები, იდგნენ ტრანსპარანტებით – “ხამენეი, მზად ვარ ბრძანების შესასრულებლად!” არანაირი პრობლემა ამ ხალხს არ შექმნია. როგორც ჩანს, ქოცები მათში უცხო ქვეყნის აგენტებს ვერ […] The post მშრალი, კონტრასტული ფაქტებია – ბექა კობახიძე appeared first on .

ისტორიკოსი, ბექა კობახიძე:

მშრალი ფაქტები:

– მარნეულში ფუნქციონირებს ირანიდან დაფინანსებული ისლამისტების ალ-მუსტაფას უნივერსიტეტი;

– იხურება ილიაუნი და, ფაქტობრივად, სოხუმის უნივერსიტეტიც;

– ირანის საელჩოს კიბეებზე რამდენიმე ასეული საქართველოს მოქალაქე, სავარაუდოდ, ზემოხსენებული ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ნაყოფები, იდგნენ ტრანსპარანტებით – “ხამენეი, მზად ვარ ბრძანების შესასრულებლად!”
არანაირი პრობლემა ამ ხალხს არ შექმნია. როგორც ჩანს, ქოცები მათში უცხო ქვეყნის აგენტებს ვერ ხედავენ და არც საქართველოს უსაფრთხოებისთვის შექმნილ საფრთხეს იმჩნევენ;

– რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერენ და აგენტებად აცხადებენ;

– ქართველთა ირანში დეპორტაციის 410 წლისთავის აღმნიშვნელ საზეიმო საღამოზე მივიდნენ, სიტყვით გამოვიდნენ. მანამდე, ჰამასის წევრებთან ერთად, ირანის პრეზიდენტის დაკრძალვაზე იყვნენ. კიდევ უფრო მანამდე თემურ ლენგის მემორიალს მიაგეს პატივი უზბეკეთში,

– მეორე მხრივ, 1921 წლის ხსოვნა გაიგდეს ფეხქვეშ: “მარო მაყაშვილი მოკლა საქართველოს მთავრობამ”, “კვინიტაძე მთაწმინდიდან არის დასაგორებელი”, მარო მაყაშვილის სურათების დაჰაჰავება და მრავალი სხვა.

კომენტარსაც არ ვაკეთებ, მშრალი კონტრასტული ფაქტებია.

The post მშრალი, კონტრასტული ფაქტებია – ბექა კობახიძე appeared first on .


რელევანტური