ირაკლი კობახიძე: “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება არაგონივრული ნაბიჯია ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან — Cnoba

GuriaNews სიახლე 09 Mar 2026, 06:31

“ეს არის, არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების – “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, პირდაპირი მიზანი იყო მედიის თავისუფლების ხელყოფა. “მედია გათავისუფლდა […] The post ირაკლი კობახიძე: “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება არაგონივრული ნაბიჯია ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან appeared first on გურია ნიუსი.

“ეს არის, არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან”, – ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირის” ეთერში, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების –   “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის  თქმით, პირდაპირი მიზანი იყო  მედიის თავისუფლების ხელყოფა.

“მედია გათავისუფლდა 2012 წლის შემდეგ, დამკვიდრდა მედია პლურალიზმი. ეს ის მიღწევაა, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით და რასაც მომავალშიც უნდა გავუფრთხილდეთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ ამ შემთხვევაში უკვე გარე ძალებმა გადაწყვიტეს, უხეშად ჩარეულიყვნენ მედიის თავისუფლებაში. ეს არის, არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების უხეში ხელყოფა, არამედ, ეს იყო ძალიან არაგონივრული ნაბიჯიც, რაც გადაიდგა ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან. მიზანი იყო, ბუნებრივია, პოლიტიკური, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და პირდაპირი მიზანი იყო, რეალურად, ფაქტობრივად, მედიის თავისუფლების ხელყოფა და სიცრუის უკეთ გავრცელებისთვის უკეთესი ნიადაგის შექმნა, ეს იყო რეალური მიზანი, რაც ძალიან მკაფიოდ იკვეთება. ზუსტად იგივე იყო, თავის დროზე, 2007 წელსაც “იმედში” შემოჭრის მიზანი. უნდა აღკვეთილიყო მედია პლურალიზმი და ასეთ პირობებში სიცრუისთვის მეტი გასაქანი იქნებოდა”, – განაცხადა  ოფიციალური ინფორმაციით პრემიერმა.

The post ირაკლი კობახიძე: “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირება არაგონივრული ნაბიჯია ბრიტანული ხელისუფლების მხრიდან appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური