რომან გოცირიძე: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება…” — Cnoba

პარალელი სიახლე 24 Feb 2026, 15:45

სააგენტო "პარალელი" რომან გოცირიძე: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება…” პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გამოიწვევს ტელეკომპანია “იმედის” დასანქცირება: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება: – ვერ მოიზიდავენ რეკლამას; – ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი( მანამდე რუხაძეც), რადგან ხარჯების უდიდეს ნაწილს ისინი ფარავდნენ. რეკლამა ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა; – ვერ გასცემენ ხელფასებს; – ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ვერსად […] რომან გოცირიძე: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება…” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
რომან გოცირიძე: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება…”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას გამოიწვევს ტელეკომპანია “იმედის” დასანქცირება:

რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება:

– ვერ მოიზიდავენ რეკლამას;

– ვერ დაასუბსიდირებს ივანიშვილი( მანამდე რუხაძეც), რადგან ხარჯების უდიდეს ნაწილს ისინი ფარავდნენ. რეკლამა ხელფასებსაც კი არ ჰყოფნიდა;

– ვერ გასცემენ ხელფასებს;

– ვერ გადარიცხავენ უცხოეთში ვერსად ფულს, მათ შორის სატელიტის მომსახურებისათვის;

– ლარაში მომსახურებასაც კი ვერ გაბედქვს ვერცერთი სერიოზული ბანკი, რადგან ბარათები ვიზაზე და მასტერქარდზეა მიბმული.

დროებითი გამოსავალი? ჩინური არხების ამოქმედება, რაც ეროვნულმა ბანკმა ახლახან გვამცნო, მაგრამ ეს მექანიზმი ჯერ არაა გამართული და არცერთი სერიოზული ჩინური (არაბული) ბანკი ამ რისკზე არ წავა. დარჩა რუსული და ირანული ბანკები. იქ რომ ფული დაიდოს, ტომრებით უნდა ზიდონ აქედან.

მოკლედ, შავ დღეში არიან.

წილი ვინც იჩუქა, იმისი ბიზნესიც “იმედს” ჩაჰყვა სამარეში.

ჯერ სადაა, ეს მხოლოდ დასაწყისია. ახლა უკვე სხვების რიგია“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

რომან გოცირიძე: “რას ნიშნავს “იმედის” დასანქცირება…”
პარალელი


რელევანტური