საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, დღეს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით დამატებითი სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნება, რომელთა გამგზავრებას შესაბამისი ავიაკომპანიები დროულად ვერ უზრუნველყოფდნენ.
ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ოთხი სპეციალური რეისი”,_ აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
The post საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა appeared first on გურია ნიუსი.