რიადიდან საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით სამშობლოში ბრუნდებიან — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 05 Mar 2026, 05:32

რიადიდან თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისით მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. “დღეს, რიადიდან თბილისის მიმართულებით გამოფრინდა საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან. საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას ჩვენი მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოში და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას”, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციში. The post რიადიდან საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით სამშობლოში ბრუნდებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური