სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა — Cnoba

GuriaNews სიახლე 08 Mar 2026, 08:50

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც. სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე. ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი […] The post სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა appeared first on გურია ნიუსი.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც.

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, გივი თარგამაძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არიან გამოკითხვაზე დაბარებული, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

მათთან სუს-ის გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.

The post სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური