“სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე” – გიგა ბოკერია — Cnoba

პარალელი სიახლე 08 Mar 2026, 08:16

სააგენტო "პარალელი" “სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე” – გიგა ბოკერია პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, გიგა ბოკერია ირანის საელჩოსთან გარკვეული ინტერესის მქონე მოქალაქეების შეკრებას, მათ სკანდირებას ეხმაურება და კონკრეტული განმარტებებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ: “ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!” – ამ მოწოდებით შეიკრიბნენ თბილისში ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმალობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის […] “სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე” – გიგა ბოკერია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე” – გიგა ბოკერია

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი, გიგა ბოკერია ირანის საელჩოსთან გარკვეული ინტერესის მქონე მოქალაქეების შეკრებას, მათ სკანდირებას ეხმაურება და კონკრეტული განმარტებებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ:

ხამენეი, მზად ვარ შენი ბრძანების შესასრულებლად!” – ამ მოწოდებით შეიკრიბნენ თბილისში ირანის საელჩოსთან საქართველოს მოქალაქეები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ მიმდინარეობდა წლების განმალობაში ივანიშვილის რეჟიმის კურთხევით საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებში ირანის ისლამისტური რეჟიმის პოლიტიკური და იდეოლოგიური გავლენის ინფილტრაცია.

ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობდნენ მავნე იდეებით მოწამლული მოქალაქეები, თუმცა საჯარო ჯგუფური განაცხადი, რომლითაც მოქალაქეები უცხო ქვეყნის, თანაც ტერორისტულ რეჟიმს მორჩილებას უცხადებენ, აშკარად მყისიერი საფრთხის მატარებელია.

განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის შიგნით ამ განწყობილებების მთელი ქსელი გაქვს.

და ამას ადასტურებს როგორც ბოლო პერიოდში ქვემო ქართლში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით ტერორისტული ჯგუფების და ისლამისტური რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაციები, ასევე მუსლიმთა სამმართველოს საჯარო პოზიციონირება, რომელმაც კაცობრიობის მტრად არა ირანის ტერორისტული რეჟიმი, არამედ მასთან დაპირისპირებული თავისუფალი სამყარო შერაცხა.

ასეთ დროს სუსი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე.

უთვალთვალებენ დასავლელ დიპლომატებს, მტრად რაცხავენ ქართველი ხალხის მოკავშირეებს, რაც მთავარია, ქვეყნის შიგნით დევნიან დემოკრატიულ ოპონენტებს და კანონმორჩილ მოქალაქეებს – და ამ დროს მათ თვალწინ ან მათი კურთხევით, თავისუფლების მტრები ქვეყნის შიგნით პოზიციებს იძლიერებენ.

ამ რეჟიმის ძალაუფლებაში დარჩენა ნიშნავს ქვეყნის სუვერენეტიტეტის ჩამოშლას, ქაოსს და დესტაბილიზაციას.

ქართველები რეალურ უსაფრთხოებას მივაღწევთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებს ნახტომისებურად გავაძლიერებთ, ქვეყნის შიგნით მტრული სახეომწიფოების გავლენის ქსელებს გავანეიტრალებთ, აღვადგენთ და განვამტკიცებთ ურთიერთობას ქართველი ხალხის მოკავშირეებთან და ქვეყანას უსაფრთხო, დასავლური სივრცის ნაწილად ვაქცევთ“, – წერს გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში.

“სუს-ი რადიკალი ისლამისტების გავლენის განეიტრალების ნაცვლად, ამ გავლენის საფრთხეზე საუბრისთვის იბარებს ადამიანებს დაკითხვაზე” – გიგა ბოკერია
პარალელი


რელევანტური