აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 07 Mar 2026, 08:25

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული. საქმის ფარგლებში დაკავებულმა […] The post აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ appeared first on ODISHINEWS.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დავალებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის აფეთქებას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საზოგადოებაში პანიკის გამოწვევისა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისთვის ზიანის მიყენების მიზნით თავდასხმის სამიზნეებად ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, აზერბაიჯანში ისრაელის საელჩო, აზერბაიჯანში ებრაელების რელიგიური თემის ერთ-ერთი ლიდერი და აშკენაზური სინაგოგა იყო შერჩეული.

საქმის ფარგლებში დაკავებულმა აზერბაიჯანის 8 მოქალაქემ აღიარა, რომ იმ პირების დავალებებს ასრულებდა, რომლებიც IRGC-სთან იყვნენ დაკავშირებული. 

გამოძიება მიიჩნევს, რომ ამ მოქმედებების ორგანიზებას IRGC-ის სადაზვერვო დანაყოფის ოფიცერი, ალი აშგარ ბორდბარ შერამი ხელმძღვანელობდა.

აზერბაიჯანმა ირანის 4 მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. მათ აზერბაიჯანში სადაზვერვო მონაცემების შეგროვებასა და ტერორისტული მოქმედებების მომზადებას ედავებიან.

სასამართლომ უკვე გამოიტანა განაჩენი საქმის ოთხ ფიგურანტზე. ტარხან გულიევს, ნიჯატ აგაევს, ასად აბდულაევს და რაშად რუსტამოვს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

The post აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური