,, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ირანი ამათ დაარტყამს?” – რომან გოცირიძე — Cnoba

Alia სიახლე 05 Mar 2026, 12:40

ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე: ,,ირანში მიმდინარე მოვლენები ათასნაირი ჭორ-მართლის გავრცელების მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი განსჯის საგანი გახდა ირანის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლო აფეთქების საკითხი. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენის 31 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს და თურქეთს. “აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის” ნავთობსაბადოების 31 პროცენტი ეკუთვის აზერბაიჯანს და თურქეთს. “ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენის 67 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს და თურქეთს. “შაჰდენიზის” გაზის საბადოს 49 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს […] The post ,, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ირანი ამათ დაარტყამს?” – რომან გოცირიძე appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი რომან გოცირიძე:

,,ირანში მიმდინარე მოვლენები ათასნაირი ჭორ-მართლის გავრცელების მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი განსჯის საგანი გახდა ირანის მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლო აფეთქების საკითხი.

“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის” მილსადენის 31 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს და თურქეთს.

“აზერი-ჩირაგი-გიუნეშლის” ნავთობსაბადოების 31 პროცენტი ეკუთვის აზერბაიჯანს და თურქეთს.

“ბაქო-თბილისი-ერზერუმის” გაზსადენის 67 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს და თურქეთს.

“შაჰდენიზის” გაზის საბადოს 49 პროცენტი ეკუთვნის აზერბაიჯანს და თურქეთს, 20 პროცენტი რუსეთს, 10 პროცენტი ირანს.

ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ირანი ამათ დაარტყამს?

არაადეკვატურად კი იქცევიან, მაგრამ არა იმდენად, რომ გონება სრულიად დაკარგონ. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ირანში 15 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს.“

The post ,, ვინმე სერიოზულად ფიქრობს, რომ ირანი ამათ დაარტყამს?” – რომან გოცირიძე appeared first on .


რელევანტური