“რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს აღარ მიაწვდის”- რუსეთის ვიცე-პრემიერი — Cnoba
“რუსეთი აღარ დაელოდება ევროკავშირის ახალ შეზღუდვებს ენერგეტიკის სფეროში და უახლოეს მომავალში თხევად ბუნებრივ აირს ევროპას თავად აღარ მიაწვდის” – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა. მისი თქმით, თხევადი ბუნებრივი აირი, რომელიც ევროპას უნდა მიეწოდოს, ე.წ. მეგობრულ ქვეყნებს გაეგზავნება, ისეთებს, როგორებიცაა ჩინეთი, ტაილანდი, ფილიპინები და ინდოეთი. „ჩვენი კომპანიები განიხილავენ შესაძლებლობას არ დაელოდონ ევროპიდან ახალ შეზღუდვებს და გააფორმონ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტები ჩვენს პარტნიორებთან, ევროპიდან გაზის ნაწილი გადაისროლონ სხვა ქვეყნებში, მათ შორისაა ინდოეთი, ტაილანდი, ფილიპინები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, – აღნიშნა ნოვაკმა. იანვრის ბოლოს ევროკავშირმა დაამტკიცა გეგმა, რომლის თანახმადაც 2027 წლის 1 იანვრიდან სრულად იტყვის… The post “რუსეთი ევროპას ბუნებრივ აირს აღარ მიაწვდის”- რუსეთის ვიცე-პრემიერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.