რუბიო ირანთან დაკავშირებით კონგრესის წამყვან კანონმდებლებს და ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის — Cnoba
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ირანთან დაკავშირებით კონგრესის ორივე პარტიის წამყვან კანონმდებლებს და ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის. როგორც ცნობილია, შეხვედრა თეთრ სახლში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გაიმართება, კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე. შეხვედრას დაესწრებიან როგორც სენატის, ასევე წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტების თავმჯდომარეები ორივე პალატიდან. ასევე სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები და წარმომადგენელთა პალატის, უმრავლესობისა და უმცირესობის სპიკერები. აღსანიშნავია, რომ 26 თებერვალს, აშშ-ირანის დიპლომატიური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დანიშნული. The post რუბიო ირანთან დაკავშირებით კონგრესის წამყვან კანონმდებლებს და ლიდერებს ინფორმაციას მიაწვდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.