ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინას სესხს ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის — Cnoba
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის. ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის მიწოდების საშუალებას იპოვის, იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ამისთვის ერთ-ერთი პროცედურული ნაბიჯი დაბლოკა. “სესხი ევროპულ საბჭოში 27 სახელმწიფოს მეთაურის მიერ იქნა შეთანხმებული. მათ პირობა დადეს და ამ პირობის გატეხვა არ შეიძლება. ასე რომ, ამ კრედიტზე გადაწყვეტილებას აღვასრულებთ, ამა თუ იმ გზით. საშუალება მომეცით, ძალიან ცხადად ვთქვა – სხვადასხვა ვარიანტები გვაქვს და მათ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. The post ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინას სესხს ორბანის ვეტოს მიუხედავად მიაწვდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.