აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 06 Mar 2026, 11:38

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით მიღებულია გადაწყვეტილება ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრული ევაკუაციის შესახებ. ბაირამოვის განცხადებით, შესაბამისი მითითებები გაცემულია აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებისა და თებრიზში გენერალური საკონსულოს თანამშრომლებისთვის. The post აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია appeared first on ODISHINEWS.

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის დავალებით მიღებულია გადაწყვეტილება ირანიდან დიპლომატიური პერსონალის სრული ევაკუაციის შესახებ.

ბაირამოვის განცხადებით, შესაბამისი მითითებები გაცემულია აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლებისა და თებრიზში გენერალური საკონსულოს თანამშრომლებისთვის.

The post აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური