ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში — Cnoba

GuriaNews სიახლე 06 Mar 2026, 11:14

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა,_ ამის შესახებ განცხადებას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია […] The post ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში appeared first on გურია ნიუსი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს.  სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა,_ ამის შესახებ განცხადებას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

“ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 110 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მექრანი, რომელიც სატეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 11 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 6 – სამცხე-ჯავახეთის, 6 – რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, 11 – ქვემო ქართლის, 31 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 3, გურია – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 5, ხოლო 2 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ; ასევე, იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.

სამართალდაღვევბიდან სამი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით,  გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.

აღსანიშნავია, რომ, ქვეყნის მასშტაბით, იანვარ-თებერვლის თვეში გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების  109 ფაქტი“,_ აცხადებს ეროვნული სატყეო სააგენტო.

The post ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გურიასა და სხვა რეგიონებში appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური